დმანისის მოსახლეობა კურიერს უყვება, როგორ აიძულებენ ქართული ოცნების კოორდინატორები ყურანზე დაფიცებას, რომ ხმას 21 ოქტომბერს ნამდვილად მმართველ პარტიას მისცემენ. ნაწილმა ფიცი წმინდა წიგნზე უკვე დადო, რომ ორ კვირაში 41-ს შემოხაზავს.
მოსახლეობის თქმით, ფიცის დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები ხალხს სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრებიან.
ირგანჩაელები ამტკიცებენ, რომ ყურანზე ქართული ოცნების კოორდინატორებსაც დააფიცებინეს, რომ ხმას ნამდვილად მმართველ პარტიას მისცემენ.
ადგილობრივების განცხადებით, ამ პროცესებს მაჟორიტარების საპარლამენტო ლიდერის, კახა ოქრიაშვილის, ახლო ნათესავი, მამუკა ოქრიაშვილი და ქართული ოცნების წევრი, ემზარ პეტრიაშვილი, მართავენ. მათ კი პროცესს დმანისის მოქმედი გამგებლის და ამჟამად შენების მოძრაობიდან მერობის კანდიდატის, გოგი ბარბაქაძის, მხრიდან მართული უწოდეს.
ბარბაქაძე კი ამბობს, რომ რელიგიის ყურანზე დაფიცების ტრადიციის აღდგენა დმანისის მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილის, გადაწყვეტილებით ხდება.
ყურანზე დაფიცების ფაქტის გახმაურების შემდეგ, დმანისში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ.