„სანამ თბილისში ერთი მოხუცი ადამიანი საკვებს ეძებს და ერთი ბავშვი უსახლკაროდ არის, მანამდე თბილისის მერი თავაწეული ქუჩაში ვერ ივლის. ამიტომ მე ყველაფერს სოციალური პრობლემების გადაჭრით ვიწყებ,“ - ეს განცხადება გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა, ზალიკო უდუმაშვილმა, გააკეთა.
მან საარჩევნო პროგრამის შესახებ და მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, თბილისში აუცილებელია ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, საცობების, მშენებლობების პრობლემის გადაჭრა, მაგრამ მთავარი და ამოსავალი თბილისში არის ადამიანი. აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.