20 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ბარსელონაში ესპანეთის ერთიანობის მხარდასაჭერ აქციას მარიო ვარგას ლიოსაც შეუერთდა

მდუმარე უმრავლესობის მიტინგი - ბარსელონაში ესპანეთის ერთიანობის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ათასობით დემონსტრანტები კატალონიის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენას ითხოვს.

აქციას ბარსელონაში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა შეუერთდა. პერუელი მწერალი, რომელსაც ესპანეთის მოქალაქეობა აქვს, კატალონიის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანთან ერთად გავიდა.

ორგანიზატორებმა დღევანდელ მსვლელობას მდუმარე უმრავლესობის მიტინგი უწოდეს.

კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას გამორიცხავს ოფიციალური მადრიდიც. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ არსებობის 39 წლიანი ისტორიის განმავლობაში, შესაძლოა პირველად გამოიყენონ კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც კატალონიის ავტონომიურ სტატუსს შეაჩერებს.

დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი კატალონიაში პირველ ოქტომბერს ჩატარდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფას მხარი ამომრჩევლის 90-მა პროცენტმა დაუჭირა.

დღის ამბები