20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
"ევროპული საქართველო" შსს-ს დანაშულის დაფარვაში ადანაშაულებს

შსს-ს დანაშულის დაფარვაში ადანაშაულებს "ევროპული საქართველო". პარტიაში უწყების მიერ გავრცლეებულ განცხადებას დეზინფორმაციად აფასებენ და გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. საუბარია "ევროპული საქართველოს" თელავის მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, რომლის დროსაც შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ სათამაშო იარაღი გამოიყენეს.

უწყების განმარტებით, პარტიის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო, დადგინდა პირის ვინაობაც, თუმცა პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად იარაღის მულიაჟი ამოიღეს.

სამართალდამცველებმა დაკითხეს ნოდარ ეჟიშვილიც. კანდიდატის განმარტებით, მუქარას პოლიტიკური ხასიათი ქონდა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის დაშინებას ცდილობს.

დღის ამბები