„ყველასთან მისვლა, მე მგონია, რომ კარგავს ინტერესს“ - ეს განცხადება თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ონცებიდან“ კახა კალაძემ გადაცემა „არჩევანში“ დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გააკეთა.
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, მიიღებს თუ არა მომავალ ორშაბათს, გადაცემა „არჩევანში“ გამართულ დებატებში მერობის კანდიდატი მონაწილეობას.
„ყველა ტელევიზიიდან არის შემოთავაზება, რომ კონკრეტული ტელევიზია აპირებს დებატების ჩატარებას. მემგონი დებატები არის საინტერესო, რომ გაიმართოს, შედგეს ერთი შეხვედრა ყველა იმ კანდიდატთან ერთად, ვინც დღეს საარჩევნო პროცესებშია ჩართული, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა დავდგეთ, მარგამ ყველასთან მისვლა, მე მგონია, რომ კარგავს ინტერესს. ამიტომ იყო ჩემი შემოთავაზება, თქვენ თუ მოახერხებთ, რომ შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, შეიძლება ეს იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, შეიძლება იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ტერიტორია, სადაც ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს, გექნებათ შესაძლებლობა, ყველა იმ კანდიდატს, ვინც დღეს საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, დაუსვათ ის შეკითხვები, რომელიც აწუხებს საზოგადოებას. მე არ მგონია, რომ რომელიმე კანდიდატი წინააღმდეგი იყოს დებატებში მონაწილეობისთვის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.