ფრაქცია თბილისელების წარმომადგენელი, თამარ ცინცაბაძე, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას აფასებს. საკრებულომ ბიძინა ივანიშვილს თბილისის ცენტრში მიწები გადასცა. თბილისის საკრებულოს სხდომა დასრულებულია.
ფრაქცია თბილისელების წარმომადგენლები საკრებულოს სხდომას ბოლომდე დაესწრნენ და პროტესტის ნიშნად, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არ დაუტოვებია სხდომათა დარბაზი.
თამარ ცინცაბაძე აღნიშნავს, რომ საკითხებისთვის მხარი არ დაუჭერია.
"ჩვენ მივიღეთ კენჭისყრაში მონაწილეობა და მხარი არ დაგვიჭერია არცერთი საკითხისთვის," - განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.
მისი თქმით, მერიასთან ჰქონდათ შეკითხვები, თუ რატომ არ ჩატარდა აუქციონი ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით.
„ყველა ის შეკითხვა, რომელიც არსებობს და არის პასუხგაუცემელი, ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავეთანხმოთ და მიგვეცა ამისთვის დასტური,“ - განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.