20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ოპოზიცია იმედს გამოთქვამს, რომ ლადო ჭანტურია პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი მოსამართლე იქნება 

ევროსასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურიას დანიშვნის ფაქტს ოპოზიცია ეხმაურება. ოპოზიციის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ლადო ჭანტურია მიუკერძოებელი მოსამართლე იქნება და ის „ქართული ოცნების“ ინტერესებს არ გაატარებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოს იმის გამო, რომ მათ დაასრულეს როგორც იქნა ის სირცხვილი, ის თავის მოჭრა, რომელიც გრძელდებოდა ორი წელი და რომელშიც გარია თეა წულუკიანმა და მთლიანად „ქართულმა ოცნებამ." მე მაქვს დიდი იმედი, რომ ლადო ჭანტურია შეძლებს,  თუმცა არ მაქვს დიდი ილუზია, რომ იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და არ გაატარებს „ქართული ოცნების“ ინტერესებს,“-აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

ოპოზიციის წარმომადგენლები იმ პროცესებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც საქართველოდან სტრასბურგში წარგზავნილი მოსამართლის არჩევას უძღოდა წინ.

„მთელი ეს პროცესი იყო სრულიად სამარცხვინო ქართული ხელისუფლებისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის, რაც ძალიან სამწუხაროა და როგორც ჩანს ამდენი უარი უბრალოდ მათთვისაც იყო დამღლელი და გარკვეულ წილად ეს მართლაც ზღვარს გადაცილებული იყო,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი.

ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში მუშაობას 2018 წლის იანვრიდან, ფიცის დადების შემდეგ შეუდგება. ის ნონა წოწორიას ჩაანაცვლებს.

დღის ამბები