20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
"მოსახლეობასთან შეხვედრა მქონდა, რაც ჩამიშალეს და ამით კონკურენტს, ვიღაც მიკიტანს გზას უხსნიან" - კოტე იოსელიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რომლებიც საქალაქო სასამართლომ 17 ოქტომბრამდე გაათავისუფლა, საკრებულოსთან გამართულ აქციაზე მათი დაკავების დეტალები გაიხსენეს. ოპოზიციის წევრები პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და უკანონო დაკავებაზე საუბრობენ.

„მე გუშინ მოსახლეობასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა, რომელიც ჩამიშალეს და ამით გზას უხსნიან ჩემს კონკურენტს, ვიღაც მიკიტანს, რომელიც თბილისობაზე, გეგეშიძის ბაღში ხალხის ფულით რამდენიმე ძმაკაცს უმასპინძლებოდა. ამ ადამიანს, „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატს, „ქართუ ბანკის“ 320 ათასი დოლარი ვალი აქვს და შემოსავლებში მხოლოდ ხელფასს აფიქსირებს. მან 75 წელი უნდა იმუშაოს, რომ ბიძინა ივანიშვილის ვალიდან ამოვიდეს,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ კაკაურიძე ამბობს, რომ დაკავებას სუს-ის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა. სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, თორნიკე ბიკაშვილი კი აღნიშნავს, რომ მან დაკავების პროცესში ფიზიკური დაზიანებები მიიღო.

აქციაზე დაკავებულებს შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატი, თორნიკე მაჭარაშვილი, რომელმაც გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ მას სისხლჩაქცევები აღენიშნება, რაც სამედიცინო კვლევაშიც დაფიქსირდა.

სხდომის გადადების მიზეზად, მოსამართლემ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოთხოვნა დაასახელა. გამოძიება მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობაში ადანაშაულებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ადვოკატი ამბობს, რომ ისინი სასამართლო სხდომაზე ითხოვდნენ, რომ პოლიციელებს მტკიცებულებები წარმოედგინათ, რაც ვერ მოახერხეს. გიორგი ონიანის შეფასებით, პარტიის წევრების დაკავებით, მათი დისკრედიტაცია მოხდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ საკრებულოს შენობასთან ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში ტერიტორიების ერთ ლარად გადაცემა გააპროტესტა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები