20 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
ბუქარესტის ცხრიანის ფორმატში, ვარშავაში საქართველოს საკითხი განიხილეს

ბუქარესტის ცხრიანის ფორმატში, ვარშავაში საქართველოს საკითხი განიხილეს.

შეხვედრაზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები საქართველოსთან პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას გააძლიერებენ ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ლეგიტიმური მისწრაფებების მხარდაჭერის მიზნით.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის განცხადებით, მხარეებმა ნატოს დაგეგმილ სამიტსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ვაშჩიკოვსკიმ ყურადღება გაამახვილა რუსულ - ბელარუსულ სამხედრო წვრთნებზე, რომელმაც, მისი თქმით, სხვა გარემოებებთან ერთად, რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვია.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, გასულ წელს, ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობას.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რეგიონის თავდაცვის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რუსეთთან გამართული დიალოგის ფონზე.

დღის ამბები