20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ბოლო კვირებში პრეზიდენტი ჩვენს მიერ გამოცემულ დადებით დასკვნებს უარყოფს და ზოგიერთ ადამიანს მოქალაქეობას აღარ ანიჭებს - წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 5-წლიანი საქმიანობა შეაჯამა. თეა წულუკიანის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით სამინისტროს 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, საიდანაც 23 000 პირის შემთხვეაში უწყებამ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი ბოლო კვირების განმავლობაში გადაგზავნილ განაცხადებს ხელს აღარ აწერს. მოქალაქეობის მაძიებლების დიდი ნაწილი საქართველოდან ემიგრაციაში წასული პირები არიან.

„ორმა სხვადასხვა პრეზიდენტმა 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები მიიღო ჩვენ მიერ გაგზავნილ დადებით რეკომენდაციებზე და გამოიცა მინიჭების შესახებ დასკვნები, თუმცა იყო შემთხვევები, განსაკუთრებით წელს და ბოლო კვირებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ მიერ გამოცემულ დადებით დასკვნებს უარყოფს და აღარ ანიჭებს ზოგიერთ ჩვენს ქვეყანაში დაბადებულ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას. ახალი კრიტერიუმები ჩვენთვის უცნობი რჩება,“- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები