20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
რუსეთმა საქართველო დამოუკიდებლობის გზის არჩევის გამო დასაჯა - გიორგი მარგველაშვილი 

რუსეთმა საქართველო დამოუკიდებლობის გზის არჩევის გამო დასაჯა - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

„რუსეთმა გადადგა ნაბიჯი საქართველოს ოკუპაციისკენ. რუსეთმა გადაწყვიტა, არა მხოლოდ მოეხდინა საქართველოს ნაწილის ოკუპაცია, არამედ გამოეცხადებინა ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს არის ისტორიული ანომალია და უსამართლობა. ჩვენ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ამ რეალობაში უნდა განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება და უნდა შევეცადოთ, ყველაფერი ეს მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ. ჩვენ დავისაჯეთ, რადგან გადავწყვიტეთ, ვიყოთ დამოუკიდებლები," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკშვილის მმართველობის პერიოდზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც დღემდე ეფექტურად მუშაობს. პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილმა შეძლო, დაემარცხებინა ქვეყანაში კორუფცია.

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს. მან რეალურად დაამარცხა კორუფცია, ეს ფაქტია. მან შექმნა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ეფექტურად დღემდე მუშაობს. თუმცა, ეს მოქალაქეებისა და მასმედიის უფლებების დარღვევის ხარჯზე მოხდა და ესეც ფაქტია. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ამ ფაქტებზე რეაგირება მოახდინა. მისი მთავრობა ჩვენი მთავრობით, “ქართული ოცნებით“ შეიცვალა,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები