20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება - "საერთაშორისო გამჭვირვალობას" შუალედური ანგარიში

ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს შუალედურ ანგარიშში "საერთაშორისო გამჭვირვალობა". არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევაში ყურადღებას რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე ამახვილებს.

მათ შორის კი ერთ-ერთია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, საჯარო მოხელეებთან შეხვედრები.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამ მიმართულებით არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს. 

„კამპანიის დროს შეხვედრებს აწარმოებდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სამინისტროების და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებთან. ერთის მხრივ, ეს შეიძლება არ იყოს პრობლემა, მაგრამ მეორეს მხრივ, ცხადია, ჩვენ გვაქვს კითხვის ნიშნები თუ რამდენად მონაწილეობდნენ, თავისი ნებით ამ შეხვედრებში ეს ადამიანები,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი ყველაზე საგანგაშოს თბილისის ბაგა-ბაღების პედაგოგების შემთხვევას უწოდებს.

„სავარაუდოდ, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის მხრიდან იყო დავალება მიცემული, რომ მათ მხარდამჭერთა სიები შეედგინათ და მიეტანათ სააგენტოში. აქ ასევე ძალიან პრობლემურია ის, რომ პროკურატურამ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სრული საფუძველი რომ გამოძიება დაეწყო, ეს არ გააკეთა,“ - აცხადებს ლევან ნატროშვილი.

დღის ამბები