20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
„ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატის მეუღლემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს - დავით კოდუა

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ლელა ქებურიას, მეუღლისთვის მიყენებულ ფიზიკურ შეურაცხყოფას ქართულ ოცნებაში ეხმაურებიან. 

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ევროპული საქართველოს წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ოცნების საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს.

ამის დასადასტურებლად მათ ვიდეომასალაც გაავრცელეს და ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მოხდა მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი არ ყოფილა.

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატის მეუღლემ გააჩერა მანქანა ჩვენი მიკრო შტაბის წინ, ჩამოსწია შუშა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს. ბუნებრივია, ამ დროს იყო შეხლა-შემოხლა. გარკვეული საათის შემდგომ ისინი მოუვარდნენ ჩვენს მიკრო შტაბში მსხდომ ადამიანებს და დაუწყეს უკვე სიტყვიერ შეურაცხყოფა. მათ ვერ მოახერხეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში თავისი მხარდამჭერების მობილიზება, ვინაიდან მათ აღარ შერჩათ უკვე პოლიტიკური აქტივი არც ერთ სოფელში და ისინი შეეცადნენ, რომ იერიში მიეტანათ ჩვენს ადგილობრივ მიკრო შტაბზე,“ - განაცხადა  ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, დავით კოდუამ.

 

დღის ამბები