20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო-ს 200 კაციანი დელეგაცია დააკვირდება

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ეუთოს 200 კაციანი დელეგაცია დააკვირდება. დელეგაციის წევრები თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდნენ.

ეუთო-ს სადამკვირვებლო ჯგუფების მთელი საქართველოს მასშტაბით გაუწევენ არჩევნებს მონიტორინგს.

ჯგუფის შემადგენლობაში ძირითადად მოკლევადიანი დამკვირვებლები არიან, რომლებიც საარჩევნო პროცესს მის ყველა ეტაპზე დაესწრებიან. ოფიციალურ განცხადებებს ეუთოს წარმომადგენლები არჩევნებიდან მეორე დღესვე გააკეთებენ. საბოლოო დასკვნა კი როგორც ჩატარდა არჩევნები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„საქართველოში მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩამოვედი. დელეგაციის წევრები ეუთოს პარტნიორი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან. ჩვენი მისია არჩევნების დღის მიმდინარეობაზე დაკვირვებაა. ესენია საარჩევნო უბნების გახსნა, ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი. ვფიქრობ, ეუთო ჩვენი დაკვირვებების შედეგებს საზოგადოებას კვირას წარუდგენს,“-განაცხადა ეუთო-ს დელეგაციის წარმომადგენელმა ბრიგიდ აივამ.

დღის ამბები