20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"ქართული ოცნების" შემომწირველთა დიდ ნაწილს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები წარმოადგენენ - კობახიძე ფაქტს დამთხვევას უწოდებს 

წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ შემომწირველების დიდ ნაწილს წარმოადგენენ ის კომპანიები, რომლებიც სისტემატიურად იგებენ სახელმწიფო ტენდერებს - ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერმა" მოიპოვა.  მმართველი გუნდის შემომწირველი კომპანიები თანხას იღებენ ბიუჯეტიდან და შემდეგ ამ თანხის ძირითად ნაწილს ამისამართებენ მმართველი პარტიისკენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ დამთხვევა და არანაირი გარიგება კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის არ არსებობს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნასაც ეხმაურება, სადაც პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შემოწირულობებზეა საუბარი და რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“  საარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს.

კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები არ ახდენენ შემოსავლებისა და ხარჯების ზუსტ დეკლარირებას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია შემოსავლებს და ხარჯებს მალავს, შესაბამისად უცნობია მათი წინასაარჩევნო შემოწირულობების ზუსტი ოდენობა.

„ასეთი დამთხვევები არის სრულიად ბუნებრივი, ბუნებრივია მსხვილი კომპანიების ძალიან დიდი ნაწილი მონაწილეობს ტენდერებში და მათი დიდი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ამ დამთხვევას აქვს სრულიად ლოგიკური საფუძველი, ამაში არანაირი ნიშნები, პირდაპირი კავშირი ტენდერებსა და შემოწირულობებს შორის ბუნებრივია არ არსებობს. არის სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური დამთხვევა. შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები და რეალური ხარჯები კამპანიის. ეს არის ძალიან მარტივად შესადარებელი.

"სამწუხარო რეალობაა საქართველოში ის, რომ ოპოზიცია არ ახდენს საკუთარი შემოსავლების და ხარჯების სათანადო დეკლარირებას, ეს არის ამ გარემოების მთავარი მიზეზი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები