20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობას 30 საერთაშორისო მისია დააკვირდება

21 ოქტომბრის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მონიტორინგს უწევენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. ავტორიტეტული ორგანიზაციები - „NDI“, „IRI“ და „ეუთო“, არჩევნების მიმდინარეობას, თბილისსა და საქართვლოს რეგიონებში დააკვირდებიან.

საერთაშორისო ორგანიზაციები საკუთარ შეფასებას საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, კვირას გამოაქვეყნებენ.

„არჩევნების დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დამკვირვებლები მთელი დღის განმავლობაში თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იმუშავებენ, დააკვირდებიან საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და უბნების დახურვის პროცესს. დაესწრებიან ბიულეტენების დათვლას. მათი დაკვირვებების საფუძველზე, კვირას საშუალება გვექნება წარმოვადგინოთ წინასწარი ანგარიში არჩევნების მიმდინარეობის შესახებ, თუმცა კონკრეტული რეკომენდაციები, იმის გამო, რომ ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა მეორე ტურიც დაინიშნოს, რამდენიმე კვირაში იქნება მზად,” - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონიმ.

ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობას, 30 საერთაშორისო მისია დააკვირდება.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამკვირვებელთა 10 ჯგუფი მუშაობს. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას წინასაარჩევნო ვითარების შესახებ, ვმართავთ შეხვედრებს. ჩვენი დამკვირვებლები ხმის მიცემისა და დათვლის პროცესს დაესწრებიან. მათ მუდმივად ექნებათ ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდების საშუალება. მონაცემების დამუშავების შემდეგ კი, შევძლებთ უფრო დეტალური განცხადებების გაკეთებას. სადამკვირვებლო მისიის მიერ ანგარიშის წარდგენის მთავარი მიზანი, არა მხოლოდ პრობლემების შესახებ საუბარი, არამედ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებაა, რათა მომავალში გამოსწორდეს ეს ხარვეზები, რაც არჩევნებზე დაფიქსირდება,” - აცხადებს ”IRI”-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი სტივენ ნიქსი.

ამავე თემაზე
დღის ამბები