20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
როგორც ჩანს, დავალებაა, რომ რაც შეიძება მეტად აუბნიონ ამომრჩეველს გზა - ლიდერთა საბჭო დარღვევებზე საუბრობს

არჩევნების მიმდინარეობას და გამოვლენილ დარღვევებს მთელი დღის განმავლობაში დააკვირდება 14 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია. ლიდერთა საბჭოს წევრებმა, საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე განცხადება რამდენიმე წუთის წინ უკვე გააკეთეს.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ საუბნო კომისიებში სუს-ის წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით არიან წარმოდგენილები.

„ისინი ქმნიან ისეთ განწყობას, რომ აკონტროლებენ ყველაფერს... ამ აქტივობებით, სპეცსამსახურები ცდილობენ განახორციელონ ზეწოლა კომისიის წევრებზე,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია აცხადებს, რომ უბნებიდან ხდება ფოტოების გადაგზავნა, ვინ რა ნომერი შემოხაზა. გარკვეულ უბნებზე არამარკირებული ადამიანები შედიან და ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პირადობის ნომერს იწერენ, ვინ მისცა ხმა.

საარჩევნო ბლოკ ”ერთობა ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველს არ ეხმარება, რომ იპოვოს თავის თავი სიაში.

„როგორც ჩანს, დავალებაა, რომ რაც შეიძება მეტად აუბნიონ ამომრჩეველს გზა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები