20 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
არჩევნებში ამომრჩეველთა 45.64%-ანი აქტივობა დაფიქსირდა - საოლქო კომისიებში შეტანილია 204 საჩივარი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ 20:00 საათის მონაცემები შეაჯამა და აღნიშნა, რომ არჩვენების დღემ საერთო ჯამში მშვიდად ჩაიარა. ანა მიქელაძის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. მიქელაძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა 45.64 პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა.

ცესკო-ს ინფორმაციით, თბილისში, ამომრჩეველთა 43.4 პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა.

„თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 43,4 მეათედი პროცენტი. 20:00 საათის მდგომარეობით 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა იყო 43,31 მეასედი პროცენტი,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მიქელაძის თქმით, ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში 1468 ზარი და 134 შეტყობინება. ცესკოს სპიკერის თქმით, შესული ზარების რაოდენობა პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

მიქელაძის თქმით, ხმის დათვლის პროცედურები დაწყებულია და უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკოს. ანა მიქელაძე ვარაუდობს, რომ 2014 წლის მსგავსად, პირველადი მონაცემების გამოქვეყნება ღამის 02:00 საათის შემდეგ დაიწყება.

„საერთო ჯამში, ყველა საოლქო კომისიაში შეტანილია 204 საჩივარი. ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

ანა მიქელაძემ კონკრეტულ დარღვევებზეც ისაუბრა. 

დღის ამბები