23 დეკემბერი 2024,   10:20
ვრცლად
კახა კალაძე 54%, ზაალ უდუმაშვილი 16%, ალეკო ელისაშვილი 15% - "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლები საბოლოო შედეგები 

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცნობილია. ორგანიზაციამ კვლევა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა. 

არსებული მონაცემებით, პირველ ადგილზეა 54%-ით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 16% "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის მერობის კანდიდატი "ზაალ უდუმაშვილი, ხოლო 15% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აქვს.

„ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარია 7%,  „პატრიოტთა ალიანსი“ ირმა ინაშვილი -3 %. „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა - 2%. გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველო -2%. „ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი 1%. 

ქუთაისის მერობის კანდიდატებიდან „ედისონ რისერჩის“ კვლევის საბოლოო მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მმართველი გუნდის კანდიდატს აქვს. პირველ ადგილზეა "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 56%-ით, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 26% მიიღო.

ეგზიტპოლების მიხედვით, მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, დავით გოგისვანიძე 8%-ით.

"დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა, გიორგი წულაიამ - 7% დააგროვა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა გრიგოლ ბახტაძემ 3%, "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატმა სამსონ გუგავამ 2%, ხოლო „ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, ზვიად ბაღდავაძემ 1%.

რაც შეეხება პარტიულ მონაცემებს - „ქართული ოცნება“ 58%, „ნაციონალური მოძრაობა“ 17%, „ევროპული საქართველო“ – 9%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5%.

ეგზიტპოლის მიხედვით, ქუთაისის საკრებულოში პარტიებიდან ხმების ყველაზე დიდი ნაწილი, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 58%.

მეორე ადგილზე „ენმ“ გავიდა  - 22 პროცენტით.

„ევროპულ საქართველოს“ კი ქუთაისის ამომრჩეველთა 10-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერა კი „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

დღის ამბები