20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
თბილისის მერობისთვის 13 კანდიდატი იბრძოდა - მათმა უმრავლესობამ საკუთარი არჩევანი დილიდან გააკეთა

დედაქალაქის მერობისთვის სულ 13 კანდიდატი იყრიდა კენჭს, მათმა უმრავლესობამ საკუთარი არჩევანი დილით გააკეთა. ყველაზე ხმაურიანი ბლოკ „ერთობა ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის ხმის მიცემის პროცესი იყო.

თბილისის მერობის კანდიდატმა დარღვევები თავადვე დააფიქსირა, რასაც ვაკის 45 საარჩევნო უბანზე ხმაური მოჰყვა. კანდიდატი საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად ოჯახთან ერთად მივიდა.

მარტო იყო საარჩევნო უბანზე მისული სახელისუფლებო კანდიდატი. კანდიდატმა ხმა საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევანი კლანურ მმართველობასა და ხალხის მმართველობას შორის გააკეთონ.

თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველი საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია მივიდა.

თბილისი მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა არჩევანი საბურთალოზე 45-ე უბანში გააკეთა. საარჩევნო უბანზე დამოუკიდებელი კანდიდატი ოჯახთან ერთად მივიდა.

თბილისის მერობის კანდიდატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ხმა ვაკის N49 საარჩევნო უბანზე მისცა.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა მუხიანის 92-ე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

შვილთან ერთად მივიდა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბლოკ ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობისთვის 13 კანდიდატი იბრძოდა.

დღის ამბები