20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
მმართველი გუნდის საკრებულოს მომავალი დეპუტატები ეგზიტპოლის შედეგებს დადებითად აფასებენ

მმართველი გუნდის საკრებულოს მომავალი დეპუტატები ეგზიტპოლის შედეგებს დადებითად აფასებენ. მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საკრებულოს მომავალი დეპუტატები აცხადებენ, რომ თვითმმართველი ორგანოს მიერ ბოლო დროს მიღებული დოკუმენტების გადახედვას და შეცვლას არ გეგმავენ, მათ შორის, არც „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით.

დეპუტატობის კანდიდატების თქმით, ისინი ამომრჩევლებისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას გეგმავენ.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების თქმით, არჩევნებზე ეგზიტპოლების მიერ გამოქვეყნებული შედეგების მსგავს პროცენტულ მაჩვენებელს ელოდნენ. 

დღის ამბები