20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
დამკვირვებლის გაძევების მოთხოვნა - 24-ე საარჩევნო უბანზე გვიან ღამით პოლიცია იყო მისული

გვიან ღამით 24-ე საარჩევნო უბანზე პოლიცია იყო მისული. თბილისში სამართალდამცველების გამოძახების მიზეზი კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნა გახდა ერთ-ერთი დამკვირვებლის გაძევებასთან დაკავშირებით, თუმცა პოლიციელების ინფორმაციით, მათი ჩარევა საჭირო აღარ გამხდარა და არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს პარლამენტთა საზოგადოების” წარმომადგენელმა უბანი მათი მისვლისთანავე დატოვა.

„კომისიის თავმჯდომარემ გამოგვიძახა, რომ მიღებული კომისიას გადაწყევტილება, რომ ერთ-ერთ დამკვირვებელს უნდა დაეტოვებინა შენობა და თავის ნებით არ ტოვებდა,“ - განაცხადა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სამსონ ბოჭორიშვილმა.

მაკა კვიტაიშვილი მომხდარს მისი დის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. დამკვირვებლის და ნინო კვიტაიშვილი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატია.

„როდესაც მე მოვითხოვე განმარტება, თუ რატომ მაძევებენ, განკარგულებაში წერია, რომ მე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ვახდენდი კომისიის წევრებზე. როდესაც მე მოვთხოვე განმარტება, რა ტიპის ზეგავლენას ვახდენდი, თვითონ მიპასუხა, რომ ხშირად ვსვამდი შეკითხვას, ხშირად ვწერდი საჩივრებს. საჩივრის წერა კომისიის თავმჯდომარისთვის ყოფილა ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენა,“- განაცხადა მაკა კვიტაიშვილმა.

დღის ამბები