„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის პრეტენზიებს ცესკოში უპასუხეს. ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ხმების ხელახლა გადათვლის საჭიროებას ვერ ხედავენ. ნინო ბურჯანაძის თქმით, ლიდერთა საბჭო სრულ უნდობლობას უცხადებს არჩევნებს და ითხოვს, რომ ის არალეგიტიმურად იქნას ცნობილი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საკმარისი არგუმენტების შემთხვევაში, საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში შეიტანონ.
„იმ ინფორმაციით, რა ინფორმაციასაც ჩვენ ვფლობთ, არ არსებობს საფუძველი. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო არის ის საჩივრები და ის მოთხოვნები, რაც არის დაწერილი, თუ აქვს ამ კონკრეტულ პარტიას წარდგენილი. ეს საჩივრები წარდგენილი იქნება, თუ დაწერა, საოლქო საარჩევნო კომისიებში. საოლქო საარჩევნო კომისიები განსაზღვრულ ვადაში განიხილავენ ამ საჩივრებს და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.