20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
კომუნიკაცია, რაც წლების განმავლობაში იყო საკრებულოს და მერიის მხრიდან, ჩემთვის არ არის მისაღები - კახა კალაძე

„აუცილებლად იქნება ცვლილებები, აუცილებლად იქნება რეფორმები,“ - ეს განცხადება თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახი კალაძემ გააკეთა.

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში, მერიას და საკრებულოს მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა. კალაძე ამბობს, რომ კომუნიკაციის ის ფორმა, რაც აქამდე არსებობდა, მისთვის მისაღები  არ არის. 

„აუცილებლად იქნება ცვლილებები, აუცილებლად იქნება რეფორმები და ჩვენი ყურადღება იქნება გამახვილებული მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე და პატიოსნებაზე. რაც შეეხება კომუნიკაციას, რაც წლების განმავლობაში იყო საკრებულოს და მერიის მხრიდან, ჩემთვის არ არის მისაღები ეს  კომუნიკაცია, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება ურთიერთობა მოსახლეობასთან. რა თქმა უნდა, ცუდი კომუნიკაციაა, ჩემთვის არ იყო ეს კომუნიკაცია მისაღები, იმიტომ რომ  ბოლო სამი წლის განმავლობაში, უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული ქალაქის საკეთილდღეოდ, რომელიც დარწმუნებული ვარ, მოსახლეობამ კი არა, ბევრმა ჩვენმა თანაგუნდელმაც არ იცის, თუ რა პროექტებია. ეს ზოგადად ჩვენი პრობლემაა, არა მარტო მერიის, მთავრობასაც აქვს ამ მიმართულებებით პრობლემები,“ - აცხადებს კახა კალაზე.

დღის ამბები