არჩევნების გაყალბების მუხლით გამოძიების დაწყებას მოითხოვს დღეს „დემოკრატიული მოძრაობა“. პარტიაში განმარტავენ, რომ პოლიციაში მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის ქმედებებს გაასაჩივრებენ.
პარალელურად, დღეს „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები მონაწილების მიღებას რუსთავისა და სამგორის საოლქო კომისიების სხოდომებში გეგმავენ, სადაც ასევე ბიულეტენების გადათვლას ითხოვენ.
"ელემენტარულზე გვეუბნებიან უარს. ხელისუფლება ვერ წავა გადათვლაზე, ხელისუფლებას ეშინია," - აცხადებს ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე.
გუშინ მთაწმინდის მე-13 უბნის შედეგები, პარტიის წევრების მიმართვის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ არ გახსნა, შედეგად პარტიამ სამართალდამცველები გამოიძახა და ბიულეტენები გამომძიებლის თანდასწრებით დაილუქა. მათი გადათვლა კი, უკვე სასამართლოში იგეგმება.