შენგენის ზონის ახალ ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი განმარტებას აკეთებს.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას არ შეუქმნის და მისი ამოქმედება 2020 წლამდე მოსალოდნელი არ არის.
“ეს არის ავტორიზაციისა და ინფორმაციის შესაძლებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში უსაფრთხოების ზომები მოძრაობასთან დაკავშირებით იყოს მაქსიმალურად დაცული. თუკი დაიწყება ამგვარი რამ და ეს არის წინასწარი მონაცემების შევსება, ეს იქნება 2020 წლიდან, ამას გრძელვადიანი პროცედურა სჭირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა, რომ შეიქმნას წარმოდგენა საზოგადოებაში, რომ ერთი წუთით შეექმნება საქართველოს პრობლემა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ევროპარლამენტმა ევროკავშირის არა მოქალაქე ვიზიტორებისთვის ახალი რეგულაცია გუშინ მიიღო. ანტონიო ტანიანის განმარტებით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უსაფრთხოების მიზნებისთვის ხდება.