კატალონიის პარლამენტი დღეს საგანგებო სესიაზე შეიკრიბება. რეგიონის ლიდერმა საბოლოო პასუხი უნდა გასცეს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოაცხადებს თუ არა დღევანდელ სესიაზე კატალონიის დამოუკიდებლობას.
კარლეს პუჩდემონის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ოფიციალური მადრიდის შემდგომი ნაბიჯიც. ხვალ ესპანეთის პარლამენტი იკრიბება და კენჭს უყრის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას, რომელიც კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დაწესებას ითვალისწინებს.
სენატში მიწვეული იყო რეგიონის ლიდერიც, თუმცა მან სესიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.