"ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის, ნუ გამოვყოფთ კანდიდატებს. ალეკოსთან, ელენესთან, ზაალთან, ვაშაძესთან, ყველას, ვისაც აქვს რაიმე ღირებული ამ ქალაქთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის,"- ეს განცხდება კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. მან მზადყოფნა გამოთქვა ყველა ოპონენტთან ითანამშრომლოს, თუ მათ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ხედვა ექნებათ.
გადაცემა P.S-ში კალაძემ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მერობის კანდიდატები გეგმებზე არ საუბრობდნენ, თუმცა მან გამონაკლისად გიორგი ვაშაძე დაასახელა, თუმცა დღეს განმარტა, რომ თანამშრომლობაზე საუბრისას კანდიდატები არ უნდა გამოვყოთ.
"ეს ქალაქი არ არის მარტო ჩემი ან „ქართული ოცნების“, ეს არის თითოეული ჩვენგანის, შესაბამისად, ყველა ადამიანს, ვისაც ექნება სურვილი, მიეცემა შესაძლებლობა თავიანთი ხედვა და თუ ის არის ქალაქისთვის ღირებული, მის განხორციელებაში დავეხმარებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.