20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
დეკანოზ მამალაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს - ადვოკატებმა მსჯავრდებული მოინახულეს

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის გასაჩივრებამდე, ბრალდებული მისმა ინტერესების დამცველებმა მოინახულეს. ადვოკატებმა წინასასამართლო იურიდიული საკითხები განიხილეს და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდნენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია აღნიშნავს, რომ მამა გიორგი მამალაძეს ამ ეტაპზე შიმშილობა შეწყვეტილი აქვს, თუმცა, მას ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება. ადვოკატების ინფორმაციით, მას დიაბეტიც დაუდგინდა.

იურისტები იმითაც დაინტერესდნენ, ირღვევა თუ არა მსჯავრდებულის უფლებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„ველოდებით, რომ ახლო მომავალში დაინიშნება სააპელაციო სასამართლო სხდომები და შესაბამისად, ამ სასამართლოზეც არის ძალიან ბევრი სამართლებრივი დეტალი მოსამზადებელი და ჩვენი დღევანდელი შესვლა იყო ამ გეგმიური მიზეზით,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები