20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
"ცუდია, რომ არ უსმენენ სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს"- კოჟორიძე კობახიძეს პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ჩიხშია შესული, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი არ ეცნობა სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს, რომლის მიხედვით არჩევნებზე გამოვლენილი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.

„ძალიან კარგია, რომ უსმენენ პრეზიდენტს, თუმცა ცუდია, რომ არ უსმენენ და არ ეცნობიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, როგორიცაა ეუთო, ოდირი და NDI თუ ადგილობრივი ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც ყველა ერთად, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მთელ ამ საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

თავად გიორგი მარგველაშვილმაც „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა, რაზეც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "როცა ადამიანი ჩიხშია შესული, ის არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს." 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები