20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ისნის 49-ე საარჩევნო უბნის შედეგები - სასამართლო "ახალი საქართველოს" სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

დღეს გახდება ცნობილი შეიცვლება თუ არა ისნის 49-ე საარჩევნო უბნის შედეგები. თბილისის საქალაქო სასამართლომ "ახალი საქართველოს" სარჩელზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. პარტიაში განმარტავენ, რომ არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ, ისნის საოლქო კომისიამ, უბანზე ბალანსის დასასმელად "ახალ საქართველოს" ხმები დააკლო.

პარტიის წევრები საოლქოს განკარგულების გაუქმებას და შედეგების ლეგიტიმურად ცნობას ითხოვენ. მხარეთა არგუმენტები სასამართლომ გუშინ მოისმინა.

„ჩვენ მოგვპარეს ამ უბანზე მხოლოდ 9 ხმა, მაგრამ ჩვენ თითოეულ ხმას ვიცავთ. პროცესზე გამოჩნდა, რომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიას არ აქვს არანაირი არგუმენტები და გამოჩნდა მათი არაკომპეტენტურობა საარჩევნო პროცესებში. შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული „ერთობა ახალი საქართველოს“ სასარგებლოდ,“ - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ბრალდებებს უარყოფს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

„ისნის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება. კომისიის მიერ წარმოდგენილ ახსნა განმარტებაში, რომელსაც თანხმდებოდნენ თავმჯდომარე და სხვა კომისიის წევრები, დაფიქსირებული იყო, რომ გიორგი ვაშაძის პარტიას პროპორციული და მერის ოქმებში დაფიქსირებული ჰქონდათ უფრო მეტი ხმა, ვიდრე მიღებული ჰქონდათ,“ - აცხადებს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ცხოვრებაძე. 

დღის ამბები