20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდება - სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობოს სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ თამაზ მეჭიაურის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თამაზ მეჭიაური ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თიანეთის მერის თანამდებობას დაიკავებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივის საერთაშორისო ცენტრმა“ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, ოლქში უპირატესობა თამაზ მეჭიაურმა მოიპოვა.

მცხეთის საქალაქო სასამართლომ თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ის დადგენილებები გააუქმა, რომლითაც ხმები გადაითვალეს და თამაზ მეჭიაურის ნაცვლად, გამარჯვებულად "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, ლელა ქიტესაშვილი გამოაცხადეს.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გააბათილა გადაწყვეტილება, რომლითაც ბიულეტენების ხელახლა გადათვლა უნდა მომხდარიყო, ასევე გაბათილდა მეორე დადგენილება, რომლის მიხედვით, ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შემდეგ, 5 ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნეს.

დღის ამბები