20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
„ლეიბორისტული პარტიის” სარჩელი საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილეს

„ლეიბორისტული პარტიის” სარჩელი საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საუბარია შემთხვევაზე, როდესაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაცვლად, ხმას უკანონოდ სხვა პირები აძლევდნენ. ამის დასტურად „ლეიბორისტებს” ისნის 38-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული ფაქტი მოჰყავთ, სადაც უცხოეთში წასული მოქალაქის ნაცვლად, ხმა მისმა ნათესავმა მისცა. პარტია გადაწყვეტილებას ერთი დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ამით უბრალოდ ვიყენებთ კანონით მინიჭებულ უფლებას, თუმცა სააპელაციო სასამართლოში იქ, სადაც მურუსიძე იღებს გადაწყვეტილებებს, არ გვაქვს დიდად იმედი, რომ დაკმაყოფილდება. მაგრამ ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ მოსამართლემ დღეს დააკანონა ის ფაქტი, რომ უბნის თავმჯდომარეს ჰქონია იმის უფლება, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ პარტიის წარმომადგენლები გამოაძევოს უბნიდან, მხოლოდ იმიტომ რომ მათ გაბედეს და დაწერეს საჩივარი,“ - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის" ადვოკატი მარინე ცუცქირიძე.

დღის ამბები