20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
კახი კალაძე დედაქალაქის მერიის თანამშრომლებს ატესტაციით შეარჩევს

კახი კალაძე დედაქალაქის მერიის თანამშრომლებს ატესტაციით შეარჩევს. ახლადარჩეული მერი აცხადებს, რომ თანამდებობას მხოლოდ ის პირები შეინარჩუნებენ, ვინც ორ ეტაპიან კონკურს წარმატებით გაივლის. კალაძე გეგმავს კადრების შერჩევაში მონაწილეობა პირადად მიიღოს და საატესტაციო კომისიის მუშაობაში ჩაერთოს. გამოცდის ჩაბარება მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების, გამგეობების და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს, სულ 1917 საჯარო მოხელეს მოუწვეს.

კახი კალაძე პირობას დებს, რომ თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა ნეპოტიზმით და ნათესაური კავშირით არ მოხდება. პირობის მიუხედავად ამ დრომდე სამსახურის მოლოდინში არიან საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებიც ახალ საკრებულოში ვერც მაჟორიტარული ოლქებიდან და ვერ პროპორციული სიიდან ვერ მოხვდნენ.

კახი კალაძის დაპირების არ სჯერა საკრებულოს მომავალ უმცირესობას. ოპოზიცია ახლადარჩეულ მერს დავით ნარმანიას მთავრობაში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად, ცოლის ძმის დანიშვნას ახსენებს. უმცირესობა ფიქრობს, რომ კალაძე გეგმავს ჯერ კიდევ მოქმედი მერის კადრები საკუთარი გუნდით შეცვალოს.

საჯარო მოხელეთა ატესტაცია დედაქალაქის მერიასა და საკრებულოში სავარაუდოდ ნოემბერში მას შემდეგ დაიწყება, რაც კახი კალაძე მერის თანამდებობას გადაიბირებს. მანამდე კი ახლად არჩეულმა საკრებულომ ატესტაციის წესი და კომისიის წევრები უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები