20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მისი საქართველოში ექსტრადირების პროცესი დაიწყო

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მისი საქართველოში ექსტრადირების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა. უკრაინული ოპოზიციის ლიდერი წერს, რომ ბოლო დღეებში ლუცენკოს ნებართვით დაიწყო საბუთების მომზადების პროცესი, რომელიც მის დაკავებას და საქართველოში ექსტრადირებას ისახავს მიზნად. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი ოლიგარქების, კერძოდ კი პუტინის, ივანიშვილისა და პოროშენკოს დაკვეთას ასრულებს.

დღის ამბები