"პატრიოტთა ალიანსი" მხარდამჭერებთან ერთად ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს. ისინი პრემიერისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ, გარდა ამისა აპროტესტებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
პარტიის ლიდერები "ვარდების მოედანზე" შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.