ირლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ირლანდიის სენატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ორმხრივ შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
განხილვის მთავარი თემა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და პარლამენტთაშორისი ურთიერთობა იყო.