19 მაისი 2024,   05:25
ვრცლად
გიორგი ონიანი გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

გიორგი ონიანი გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პოლიტიკური პატიმარია და საჭიროების შემთხვევაში დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება.

გიორგი ონიანი პირველმა ინსტანციამ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. შსს-ს ყოფილ თანამშრომელს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას ედავებოდა.

„აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, გავასაჩივრებთ ყველა იმ ინსტანციაში, რაც დაგვჭირდება და ეს საქმე აუცილებლად გახდება ადამიანის უფლებათა სასამართლოს მსჯელობის საგანი. ასე მარტივად ამ დიდ უსამართლობას არ გავუტარებ ქართული მართლმსაჯულების უსამართლო სისტემას და არც ივანიშვილის ჯიბის პროკურატურას,“-განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები