26 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან მოსწავლის გარიცხვას დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნა მოჰყვა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელ ნატალი პატარიძეს ქართული მარშის წევრებმა სოციალურ ქსელში საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ ცენტრიდან მოსწავლის გარიცხვის გამო, განათლების მინისტრს პატარიძის დასჯა მოსთხოვეს. ცენტრის დიექტორი ამბობს, რომ მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ.

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრში აცხადებენ, რომ ანზორ სვიანიძე წესდების დარღვევის გამო გარიცხეს.

დოკუმენტი მოსწავლეებს ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებას უკრძალავს. სვიანიძემ სოციალურ ქსელში ჰომოფობიური პოსტები გამოაქვეყნა და ლგბტ თემის წარმომადგენლებს საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქაცარავა თანამოაზრეებთან ერთად ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის გათავისუფლებისა და სასწავლებლისთვის ლიცენზიის შეჩერების მოთხოვნით პეტიციის შეგროვებას აანონსებს.

სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან კერძო ორგანიზაციას საკუთარი შინაგანაწესი აქვს და დარღვევის გამოვლენის შემდეგ სანქციები მართებულად ამოქმედდა. 

ანზორ სვიანიძე თანამოაზრეებთან ერთად, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან დირექტორის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში აქციას გეგმავს. 

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

დღის ამბები