06 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
ლონდონის გარეუბანში, საშობაო ბაზრობის სიახლოვეს მანქანა აფეთქდა

აფეთქება ლონდონის გარეუბანში. შემთხვევა დასახლება პინერში მოხდა, საშობაო ბაზრობის სიახლოვეს მანქანა აფეთქდა. შემთხვევის დროს ქუჩებში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო სამსახურმა აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მალევე შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას არ განიხილავენ.

დღის ამბები