06 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
"დროებით მთავრობასთან დაკავშირებით, ჩვენს გუნდს აზრი არ შეუცვლია - ამ პოზიციას არ ვიზიარებთ" - თეონა აქუბარდია პრეზიდენტის შეთავაზებაზე

ორბელიანების სასახლის კარი ისევ ოპოზიციისთვის გაიღო. სალომე ზურაბიშვილი ქარტიის ხელმომწერებს ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის იხმობს. ამჯერად, კოალიციის ნაცვლად, საუბარია ტექნიკურ მთავრობაზე, რიგგარეშე არჩევნებსა და ე.წ. გარდამავალი პერიოდისთვის მზადებაზე.

შეხვედრის პირველი რაუნდი სწორედ ქარტიაზე მსჯელობით გაიხსნა. დროებითი პარლამენტის იდეას არ იზიარებს გახარიას გუნდი.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობის იდეასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კონსულტაციები არ ყოფილა.

"გუნდის პოზიცია დროებით მთავრობასთან დაკავშირებით, უცვლელია. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ პოზიციას და ეს საჯაროდ არაერთხელ გვაქვს ნათქვამი. რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის იდეას - ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ ყოფილა კონსულტაციები. გამომდინარე იქიდან, რომ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, თუ იქნება საუბრის სურვილი, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

დღის ამბები