06 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ძლიერი მისწისძვრა ირანში - არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა ან დაშავებულების შესახებ

ძლიერი მისწისძვრა ირანში. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 6.30 საათზე დაფიქსირდა და მათი სიძლიერე 6 მაგნიტუდას შეადგენდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ კერმანის მახლობლად მდებარეობდა.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა ან დაშავებულების შესახებ. ასევე უცნობია, გამოიწვია თუ არა სტიქიურმა უბედურებამ ნგრევა.

ბოლოს ირანში ძლიერი მიწისძვრა 12 ნოემბერს მოხდა და 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღის ამბები