06 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
რექს ტილერსონი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე რჩება

რექს ტილერსონი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე რჩება. განცხადება ამის შესახებ პრიფინგზე თეთრი სახლის პრეს მდივანმა გააკეთა. სარა სანდერსმა უარყო ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო მდივნის გადაყენება და მისი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მოქმედი მეთაურით, მაილ პომპეოთი ჩანაცვლება იგეგმებოდა.

"The New York Times" კი, წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპსა და რექს ტილერსონს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია და ის თანამდებობას რამდენიმე კვირაში დატოვებს.

თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის პირველი დიპლომატის გადაყენების შესახებ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.

დღის ამბები