06 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
იაპონიაში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას და ხანძარს იაპონიაში. ძლიერი აფეთქება ქალაქ ფუჯიში ქიმიურ ქარხანაში მოხდა, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოედო. ინციდენტი სამუშაო დროს, საწარმოს მეოთხე სართულზე მოხდა, რა დროსაც ადგილზე 10-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. არსებობს მორიგი აფეთქებების და ქიმიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე, რის გამოც სამაშველო სამსახურმა 100 მეტრის რადიუსში მდებარე საცხოვრებლებიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინა.

დღის ამბები