06 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
თეთრი სახლი რექს ტილერსონის გადაყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს

თეთრი სახლი რექს ტილერსონის პოსტიდან შესაძლო გადაყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს. პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი თანამდებობაზე დარჩება. კომენტარი სახელმწიფო დეპარტამენტშიც გაკეთდა.

უწყების წარმომადგენლის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსმა ჯონ კელიმ დეპარტამენტში ტელეფონით დარეკა და რექს ტილერსონზე გავრცელებული ცნობები უარყო.

თავად პრეზიდენტმა ტრამპმაც ამავე თემაზე დასმულ შეკითხვას მოკლედ უპასუხა და განაცხადა, რომ რექს ტილერსონი მასთან ერთადაა. ამერიკული მედია დიდი ხანია წერს, რომ პრეზიდენტი და კონგრესი სახელმწიფო მდივნის მუშაობით უკმაყოფილო არიან.

The New York Taimes"-ის ცნობით, საკადრო ცვლილებები დეკემბრის ბოლოს იგეგმება და რექს ტილერსონს სავარაუდოდ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი მაიკ პომპეო შეცვლის.

დღის ამბები