06 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
ხორვატმა გენერალმა ჰააგის სასამართლოს შენობაში თავი ციანიდის გამოყენებით მოიკლა

სამხედრო დანაშაულში ბრალდებულმა ხორვატმა გენერალმა ციანიდის გამოყენებით მოიკლა თავი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ სლობოდან პრალიაკმა ჰააგის ტრიბუნალის მსვლელობის დროს კალიუმის ციანიდი მიიღო, რამაც გულის უკმარისობა გამოიწვია.

როგორც ირკვევა, ბოსნიელი ხორვატების გენერალი თვითმკვლელობას წინასწარ გეგმავდა. მედიის ინფორმაციით, მან ოჯახს ორი წლის წინ წერილი გაუგზავნა და მისი გახსნა მხოლოდ გარდაცვალების შემთხვევაში დაავალა.

ნიდერლანდების პროკურატურა ცდილობს დაადგინოს, როგორ მოიპოვა მსჯავრდებულმა საწამლავი. ამის გასარკვევად პარალელური გამოძიება ჰააგის ტრიბუნამაც დაიწყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები