06 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
მაიკლ ფლინმა ვაშინგტონის სასამართლოს წინაშე აღიარებითი ჩვენება მისცა

მაიკლ ფლინმა ვაშინგტონის სასამართლოს წინაშე აღიარებითი ჩვენება მისცა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა აღიარა, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში რუსეთის ელჩთან ანტირუსულ სანქციებს განიხილავდა.

ფლინის თქმით, ამას ტრამპის გარემოცვის წევრების თხოვნის საფუძველზე აკეთებდა. მაიკლ ფლინმა აღიარა ისიც, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალური ბიუროს ცრუ ჩვენება მისცა.

ამის გამო, მას სპეციალურმა პროკურორმა გუშინ ბრალი ოფიციალურად წაუყენა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა.

მაიკლ ფლინი გისოსებს მიღმა, სავარაუდოდ, ექვს თვეზე მეტს არ გაატარებს.

დღის ამბები