06 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ფხენიანის მიმართ აშშ-ის მუქარას სერგეი ლავროვი "სისხლმოწყურებულ" განცხადებებს უწოდებს

ფხენიანის მიმართ შეერთებული შტატების მუქარას სერგეი ლავროვი "სისხლმოწყურებულ" განცხადებებს უწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რომში, იტალიელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ლავროვმა მწვავედ გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება დიდი შეცდომა იქნება.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანი და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით უნდა გადაიჭრას.

დღის ამბები