06 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
დონალდ ტრამპი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს

დონალდ ტრამპი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი კომენტარს სამშაბათს გააკეთებს.

ამავე განცხადებაში დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების საელჩოს თელავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებაც ისაუბრებს. ეს გეგმა ტრამპმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააჟღერა. თუმცა, როგორც პრეზიდენტის გარემოცვაში აცხადებენ, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

თეთრი სახლის განცხადებით, საელჩოს გადატანის საკითხზე მსჯელობა ჯერ ისევ მიმდინარეობს, კერძოდ განიხილება თუ როგორ აისახება ეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილება მოულოდნელად გახდეს ცნობილი.

დღის ამბები