06 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
აშშ-ის სენატმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საგადასახადო რეფორმა დაამტკიცა

შეერთებული შტატების სენატმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საგადასახადო რეფორმა დაამტკიცა.

რესპუბლიკელების მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 49.

დოკუმენტი ამერიკული კორპორაციებისთვის საშემოსავლო გადასახადის 35-დან 20 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს.

კანონპროექტის საკუთარი ვარიანტი უკვე დამტკიცებული აქვს წარმომადგენელთა პალატას, რის გამოც ახლა კონგრესში კონსულტაციები უნდა დაიწყოს.

ორივე პალატამ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად დოკუმენტის საერთო ვერსია უნდა გადაუგზავნოს.

რეფორმა ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მასშტაბური საკანონმდებლო მიღწევა იქნება. 

დღის ამბები